რუსული კანონი

ჯაფარიძე რუსულ კანონზე: ქუჩა და პროტესტი ერთადერთი გზაა, გვაქვს კონსულტაციები პარტიებთან

ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე 26 ოქტომბერს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს. იმიტომ, რომ ეს სჭირდება ამ აქვეყანას, მათ შორის იმისთვის, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან

ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. მე არ ვიცი ახლა ასეთი მზაობა რამდენად არსებობს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორთან. 

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე მთავარ არხთან ქართული ოცნების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" რუსულ კანონის ხელახლა ინიცირებაზე. 

კომენტარები