რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: მოვიგერიეთ მასიური საჰაერო იერიში, განადგურებულია 58 დრონი და 26 რაკეტა

Unian.net

29 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მასიური რუსული შეტევა მოიგერიეს. ჯამში განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი, აქედან 58 შაჰედის ტიპის დრონი და 26 რაკეტა.

"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი: 58 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 17 X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 5 საავიაციო X-59-ის ტიპის რაკეტა, 4 ისკანდერის ტიპის ფრთოსანი რაკეტა". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.

სულ უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა 99 საჰაერო თავდასხმის საშუალება გაისროლეს. აქედან, 60 შაჰედი და 39 რაკეტა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები