სერბეთი

სერბეთს მძიმე დღეები ელის, ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ – ვუჩიჩი უცნაურ პოსტს აქვეყნებს

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი
AP Photo/Darko Vojinovic

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა უცნაური პოსტი – სქრინი, რომელშიც ქვეყნის ლიდერი მოსახლეობას მძიმე დღეების შესახებ აფრთხილებს და გამარჯვებას ჰპირდება.

"სერბეთს რთული დღეები ელის. ამჟამად, რთულია, ვთქვა, რა ამბები გავიგეთ ბოლო 48 საათში. ისინი პირდაპირ ემუქრებიან ჩვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს, სერბეთსა და სერბებს. სერბ ხალხს მომავალ დღეებში გავაცნობ პრობლემებს, რომლებიც წინ გველის. ეს რთული იქნება, ახლა ყველაზე რთული იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ, სერბეთი გაიმარჯვებს." - წერია პოსტში.

ამ პოსტის შემდეგ ვუჩიჩმა გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "ჩემს უფროს ვაჟთან ერთად".

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში ვუჩიჩს გაძლიერებული ჰქონდა რიტორიკა კოსოვოს წინააღმდეგ.

 

კომენტარები