რუსეთი

რუსეთმა გერმანიას ლენინგრადის ბლოკადის გენოციდის აქტად აღიარება ოფიციალურად მოსთხოვა

ლენინგრადის ბლოკადა

რუსეთმა გერმანიას ლენინგრადის ბლოკადის გენოციდის აქტად აღიარება ოფიციალურად მოსთხოვა

"რუსული მხარე აღნიშნავს გერმანული მხარის მიდგომას წარსულში ჩადენილი დანაშაულების გენოციდის აქტებად ოფიციალურად აღიარების საკითხთან დაკავშირებით. გერმანიამ აღიარა კოლონიალიზმის ეპოქაში ჩადენილი დანაშაულები, თუმცა დღემდე არ აღიარებს ლენინგრადის ბლოკადას და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სსრკ-ს ხალხების წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებს". – წერია რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ გერმანია მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფს ლენინგრადის ბლოკადის მსხვერპლთათვის ჰუმანიტარული გადახდების უზრუნველყოფას.

გერმანია ლენინგრადის ბლოკადას ოფიციალურად საშინელ სამხედრო დანაშაულს უწოდებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ამ დანაშაულზე ისტორიულ პასუხისმგებლობა ეკისრება, ხოლო რეპარაციის საკითხი ჯერ კიდევ 1950-იან წლებში შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე დაიხურა.

2022 წელს სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ ლენინგრადის ბლოკადა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, სამხედრო დანაშაულად და საბჭოთა ხალხის გენოციდად ცნო.

მეორე მსოფლიოს ომის მსვლელობისას, 1941-1944 წლებში ლენინგრადი ნაცისტური გერმანიის ჯარების მიერ იყო ბლოკადაში მოქცეული. 

კომენტარები