ვეტინგი

მდინარაძე ე.წ ვეტინგზე: ჩვენი წინაპრები ამისთვის არ იღვრიდნენ სისხლს, უცხოელებს არ ჩავრევთ

ამ თემას ვხურავთ საერთოდ... რაც არ უნდა იყოს, როგორი არგუმენტებიც არ უნდა იყოს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში არ ჩავრევთ არავის, არცერთ უცხოელ მოქალაქეს. ჩვენი წინაპრები, გმირები, იმისთვის არ იღუპებოდნენ და სისხლს არ ღვრიდნენ და იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ მერე რომელიღაცა დღეს მოსულიყო ვინმე, ნებისმიერი ადამიანი და ეთქვა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უცხოეთში, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, ამ თემაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ.

არცერთი უცხოელი, პრინციპულად და კატეგორიულად ვამბობთ, საქართველოს ხელისუფლების არცერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებს ვერასდროს, ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება. რაც არ უნდა ლამაზ ფერებში დაგვიხატონ რაღაცეები, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ამ ქვეყანაში და ქართველების, საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების მიერ. ეს თემა სხვანაირად დახურულია, ტყუილად წვალობენ, რაც არ უნდა არგუმენტები თქვან, უცხოელები ვერც მოსამართლეებს, ვერც პროკურორებს, ვერც სხვა ადამიანებს, ვერც სხვა მოქალაქეებს ვერაფერ ისეთს ვერ შეუმოწმებენ, რაც გადაწყვეტილებაზე იქნება ქმედითი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ამ ფარგლებში ვთანამშრომობთ ყველასთან. რეკომენდაციები, პარტნიორობა კი ბატონო, ნებისმიერი ფორმის, მაგრამ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება საქართველოს შესახებ.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მოსამართლეების ე.წ ვეტინგის სისტემაზეც იმსჯელეს და საკითხს დახურულად აცხადებენ.

კომენტარები