არჩევნები 2024

მდინარაძე: ვულოცავთ ხალხის ძალას პარტიის დაფუძნებას, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს

ვულოცავთ ხალხის ძალას პარტიის დაფუძნებას. ნაცმოძრაობისგან და მისი სხვადასხვა შტოსგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთვალთმაქცობთ და არ ვემიჯნებით ერთმანეთს. გარდა იმ ერთი-ორი საკითხისა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, პირიქით, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მსგავსად, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ საერთო შეხედულებებს ეროვნულ ღირებულებებზე, საერთო ხედვებს მშვიდობის, ქვეყნის მთლიანობის და დეოკუპაციის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის და სხვა საერთო ღირებულებების მიმართ.

თუმცა, გვაქვს განსხვავებული ხედვა რამდენიმე საკითხის გადაჭრის გზებთან მიმართებით, რის გამოც მათ ცალკე პარტიის შექმნა გადაწყვიტეს, ამიტომ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს და უმრავლესობის წევრებს ხალხის ძალიდან, ახალ პარტიულ ასპარეზზე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებს პარტიის დაფუძნებას ულოცავს.

კომენტარები