ხალხის ძალა

პარტია "ხალხის ძალის" დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს

დღეს, 18 მარტს, პარტია ხალხის ძალის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩია, ასევე აირჩიეს პარტიის მდივანი, განისაზღვრა სახელწოდება და დამტკიცდა წესდება. 

პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე სუბარი წარადგინა პარტიის ყრილობის დამფუძნებელმა 8 წევრმა: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია. თავმჯდომარე ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს. 

"სანამ ნაციონალური მოძრაობა და მისი ყველა თანამზრახველი არ გასამართლდება, მანამდე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დეოკუპაციის და ეროვნული ინტერესების ბოლომდე გატარება ერთიორად გართულდება.

ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის ნაციონალური მოძრაობის და მისი თანამზრახველების, უცხოური აგენტების გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს საქართველო".- თქვა სოზარ სუბარმა თავის გამოსვლაში. 

კომენტარები