კირილო ბუდანოვი

ბუდანოვი: პროუკრაინული ჯგუფები რეალური ძალაა, დავეხმარებით, მაგრამ რუსეთი მონების ქვეყანაა

უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი სატელევიზიო ინტერვიუში პროუკრაინული რუსული ჯგუფების ბოლოდროინდელ აქტივობებს გამოეხმაურა.

"მათ უკვე ჯგუფებს ვერ ვუწოდებთ, ისინი რეალურ ძალას წარმოადგენენ. რამდენიმე ჯგუფია, ერთად მოქმედებენ, რუსეთის ტრანსოფრმაციის პრინციპებზე თანხმდებიან. მათ ბევრი ოპოზიციური ძალა შეუერთდება, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ის მის საზღვრებს გარეთ არსებობს". – ამბობს ბუდანოვი.

ბუდანოვის თქმით, უკრაინული დაზვერვის ცნობით, ამ მოძრაობების წარმომადგენლები "ახლო მომავალში არ ასრულებენ გაჩერებას და მიზნის მისაღწევად ძალებს არ დაიშურებენ".

"ისინი პირველი დღიდან, 24 თებერვლიდან იბრძვიან და არც ისე ურიგოდ. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. შეძლებისდაგვარად დავეხმარებით".

იმავე ეთერში ბუდანოვმა რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე შიდა მძლავრი პროტესტების არარსებობის ორი მიზეზი დაასახელა. პირველი – რუსეთი რეალურად მონების ქვეყანაა, მეორე – რუსეთის რეგიონებში უმუშევრობის პრობლემა, რომელიც აიძულებს მოსახლეობას აგრესორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს.


12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისასაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

17 მარტს საბრძოლო ჯგუფების ხელმძღვანელობამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, რომელშიც პუტინს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისკენ მოუწოდა.

კომენტარები