კირილო ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი ოსტროგის აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩაირიცხა

კირილო ბუდანოვი საკუთარ ოფისში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვი რივნეს ოლქში, ოსტროფის აკადემიაში მაგისტრატურის საფეხურზე ჩაირიცხა. ბუდანოვი პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის

ინფორმაციას უკრაინული მედია უნივერსიტეტში ჩარიცხულთა სიებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჩარიცხულთა სიების მიხედვით, პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე კირილო ბუდანოვი პირველ ადგილასაა. 

უნივერსიტეტის რექტორმა, იგორ პასიჩნიკმა დაადასტურა, რომ მათი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსი ისწავლის. 

"რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი და კიდევ ცხრა გენერალი ამ აკადემიის კურსდამთავრებულია, აკადემია ძალიან პოპულარული გახდა. აქ ძლიერი კვლევითი გუნდია და გასაკვირი არაა, რომ უკრაინის ყველაზე ცნობილ სახეებს სწორედ აქ სურთ ჩვენს აკადემიაში სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სწავლა" - თქვა უნივერსიტეტის რექტორმა, იგორ პასიჩნიკმა.

კომენტარები