რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: მტკიცდება, რომ რუსები სისტემატიურად აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს

უკრაინის საკითხებზე გაეროს კომისრის მიხედვით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ რუსები სისტემატიურად აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს.

სამკაციანი კომისიის ანგარიშის მიხედვით, წამების მასშტაბიდან გამომდინარე რუსეთის ქმედებები "ფართდო გავრცელებული და სისტემატიური" ხასიათისაა, რის გამოც შესაძლოა კაცობრიობის წინაშე დანაშაულად კვალიფიცირდეს. 

"მსხვერპლები აღწერენ სასტიკ და დაუნდობელ მოპყრობის შედეგად მიყენებულ ძლიერ ტკივილს და ადამიანის ღირსების სრულ უგულებელყოფას" – ამბობს კომისიის თავჯდომარე, ერიკ მოსე.  

აღნიშნული ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წარედგინება. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები