რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

მიშელი: პუტინს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ – არანაირი ოპოზიცია, არანაირი არჩევანი

Yves Herman/Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვებას" ულოცავს.

"მსურს, ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი". - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.

კომენტარები