ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 13 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს აღმართის, საქანელას, სანაპიროს, ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, აპოლონ ქუთათელაძის და შოთა მესხიას ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, ავთანდილის, მეფე მირიანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, სანაპიროს, მერაბ კოსტავას და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის და ირინე სხირტლაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, გაგრის, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები