საქართველო-პოლონეთი

"არასასურველი პირია" - 27 წლის ფეხბურთელი, საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არ შეუშვეს

Strazgraniczna

27 წლის ქართველი ფეხბურთელი 9 მარტს პოლონეთში არ შეუშვეს. ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეს კატოვიცედან ქუთაისში დღეს, 12 მარტს დააბრუნებენ.

"აღმოჩნდა, რომ უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო შეყვანილი როგორც არასასურველი პირი, მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვას შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომენდანტმა 27 წლის ფეხბურთელს შესვლაზე უარი უთხრა და პოლონეთის ტერიტორიის დატოვებამდე კონკრეტულ ადგილას დარჩენა უბრძანა. უცხოელის დაგეგმილი გამგზავრება ქუთაისში 12 მარტს შედგება" - აცხადებს პოლონეთის სასაზღვრო სამსახური.

კომენტარები