2024 წელს გარდაცვლილები

ჰიტის ALL BY MYSELF ავტორი, მომღერალი ერიკ კარმენი გარდაიცვალა

ერიკ კარმენი
Сonsequence.net

74 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და პიანისტი, ჯგუფ Raspberries წევრი ერიკ კარმენი გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის ცოლი ავრცელებს, სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კარმენმა მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში ბენდ Raspberries-ისთან ერთად დაიწყო. ის ჯგუფის ვოკალისტი და სიმღერების ავტორი იყო. ფაუერ პოპის ჟანრში მოღვაწე ბენდი 1975 წელს დაიშალა. 

Raspberries-ის დაშლის შემდეგ კარმენმა სოლო კარიერა გააგრძელა. მისი პირველი და ყველაზე ცნობილი ჰიტი გახდა ლირიკული სიმღერა All By Myself, რომელიც სერგეი რახმანინოვის Piano Concerto No. 2-ზეა დაფუძნებული. სიმღერამ აშშ-ს ჩარტებში მე-2, ხოლო ბრიტანულ ჩარტებში მე-12 ადგილი დაიკავა. სიმღერა ხელმეორედ 1996 წელს გახდა პოპულარული, როდესაც კომპოზიცია კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა შეასრულა.

კარიერის განმავლობაში კარმენმა 6 სტუდიური ალბომი გამოსცა.

  

კომენტარები