საფრანგეთი

კორსიკის პარლამენტმა საფრანგეთის კონსტიტუციაში კორსიკის ავტონომიაზე ჩანაწერს მხარი დაუჭირა

lemonde.fr

კორსიკის მთავრობამ და პარლამენტმა საფრანგეთის კონსტიტუციაში კორსიკისთვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებაზე ჩანაწერს მხარი დაუჭირეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, კორსიკის პარლამენტში ამ ჩანაწერმა მხარდაჭერა დიდი უპირატესობით მიიღო. 

კონსტიტუციაში ჩანაწერი საფრანგეთის ფარგლებში კორსიკის ავტონომიის სტატუსს დაამტკიცებს. ამ ცვლილების ინიციატორი რამდენიმე თვის წინ თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო. ჩანაწერში ვკითხულობთ:

"ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი გულისხმობს კორსიკის ავტონომიის სტატუსის აღიარებას რესპუბლიკის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მის ინტერესებს, დაკავშირებულს მის კუნძულობასთან, მის ისტორიულ, ენობრივ და კულტურულ თემთან, რასაც ეფუძნება მისი უნიკალური კავშირი კორსიკის მიწასთან".

გავრცელებული ინფორმაციით, კორსიკის მთავრობა და არჩეული პარლამენტარები ასევე იმაზეც შეთანხმდნენ, რომ გარკვეული კანონები და ნორმები შესაძლოა ადაპტირდეს კორსიკის თავისებურებებთან და შეიცვალოს. 

კომენტარები