ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს კითხვების გაჩენას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ და ევროკავშირი სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მხრივ ვიზიარებთ. ეს ეწინააღმდეგება 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით - რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ადამიანად, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი.
კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები, რომელიც წინა კვირას მოვისმინეთ [...] იყო მცდელობა კრიმინალ ადეიშვილთან ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა [...] ევროინტეგრაციის პროცესში საუბარი იყო ხან 12, ხან 9 პრიორიტეტზე ქართველი ხალხის მიმართ - ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთა მიმართებაში, ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები.