ნიგერია

ნიგერიის პრეზიდენტმა გატაცებული სკოლის მოსწავლის დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა

ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ 300-მდე გატაცებული სკოლის მოსწავლის დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა.

შეიარაღებულმა პირებმა 7 მარტს ნიგერიაში სკოლიდან 300-მდე მოსწავლე გაიტაცეს. ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ბოლო კვირაში ეს სტუდენტების მასობრივი გატაცების მეორე შემთხვევაა.

ქვეყანაში სკოლებიდან ბავშვების გატაცება ხშირია და პრობლემურ საკითხად მას შემდეგ იქცა, რაც 2014 წელს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ნიგერიის ერთ-ერთი სოფლიდან 200 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ Associated Press-თან განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა სკოლა ალყაში დილის 8 საათზე მოაქციეს. უსაფრთხოების ძალები ადგილზე რამდენიმე საათში გუბერნატორთან ერთად გამოჩნდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ჯგუფს აუღია. მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 200 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, გაიტაცეს.

 

კომენტარები