ნიგერია

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 287 მოსწავლე გაიტაცეს

მოსახლეობა თავს იყრის იმ ადგილზე, საიდანაც შეიარაღებულმა პირებმა სკოლის ბავშვები გაიტაცეს, 7 მარტი, 2024
AP

შეიარაღებულმა პირებმა 7 მარტს ნიგერიაში სკოლიდან, სულ მცირე, 287 მოსწავლე გაიტაცეს. ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ბოლო კვირაში ეს სტუდენტების მასობრივი გატაცების მეორე შემთხვევაა.

ქვეყანაში სკოლებიდან ბავშვების გატაცება ხშირია და პრობლემურ საკითხად მას შემდეგ იქცა, რაც 2014 წელს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ნიგერიის ერთ-ერთი სოფლიდან 200 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ Associated Press-თან განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა სკოლა ალყაში დილის 8 საათზე მოაქციეს. უსაფრთხოების ძალები ადგილზე რამდენიმე საათში გუბერნატორთან ერთად გამოჩნდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ჯგუფს აუღია. მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 200 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, გაიტაცეს.

კომენტარები