ოცნება ოცნებობს იმაზე, რომ მე გავხდე უცებ ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ლიდერი, ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან ნაციონალური მოძრაობის განშტოებები.
ვინც დღეს ლაპარაკობს ოცნებაში და ეს არ ეხება 2012 წლის ოცნებას, ვინც დღეს ლაპარაკობს, ძალიან თავი მოჰყავს და მე მაბრალებს, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის ერთგვარი ლიდერი, ან ვიქნები, ასე წარმოუდგენიათ, უნდათ, რომ ხალხს დააჯერონ და თვითონ იდგნენ სად, მაინტერესებს, 2006-07-08 წელში და მე სად ვიდექი, გაიხსენონ.
მე ესენი არ მახსოვს არცერთი, მართალი რომ ვთქვა, არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ასე რომ, ეს არის რაღაცა ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩეველს, უნდათ, რომ გაიტანონ და ჰგონიათ, თუ ათასჯერ იტყვიან, ორიათასჯერ, დააჯერებენ ამაში.





