აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

CNN: 6 მარტს ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება

ამერიკული მედია CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი ტრამპის უკანასკნელი კონკურენტი, ნიკი ჰეილი თავის კამპანიას შეწყვეტს და რბოლას გამოეთიშება.

CNN-ის ცნობით, ჰეილი აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგს დღეს, 6 მარტს გამართავს.

ჰეილის სავარაუდო გადაწყვეტილება მოსდევს 5 მარტს, ე.წ. სუპერ სამშაბათს გამართულ პრაიმერიზს, სადაც აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 შტატში, მათ შორის ტეხასში, ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა. ჰეილიმ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ვერმონტში შეძლო.

თებერვალში სამხრეთ კაროლინაში გამართული პრაიმერიზის წინ ნიკი ჰეილიმ პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო რბოლაში სუპერ სამშაბათამდე დარჩებოდა და თქვა, რომ გააგრძელებდა ბრძოლას მანამ, სანამ პრაიმერიზში მონაწილეობის მსურველი უკანასკნელი ადამიანიც არ მისცემდა ხმას.

კომენტარები