აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

სუპერ სამშაბათს ტრამპმა პრაიმერიზი 12 შტატში მოიგო, ჰეილიმ - მხოლოდ ერთში

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 14 თებერვალი, 2024
REUTERS/Sam Wolfe

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო პრაიმერიზში სუპერ სამშაბათს გაიმარჯვა 12 შტატში, მათ შორის ტეხასში, ვირჯინიასა სა ჩრდილოეთ კაროლინაში. მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ 5 მარტის პრაიმერიზში მხოლოდ ვერმონტში გაიმარჯვა.

აქამდე, გასულ დღეებში ნიკი ჰეილიმ პრაიმერიზის პირველი გამარჯვება კოლუმბიის ოლქში, ანუ დედაქალაქ ვაშინგტონში მოიპოვა.

ჯერჯერობით ითვლება უტას შედეგები და უცნობია ალასკას პრაიმერიზის რეზულტატიც. 

ე.წ. სუპერ სამშაბათი არის დღე, როცა პრაიმერიზი ყველაზე მეტ შტატში ტარდება.

არჩევნებზე ნომინაციისთვის საჭიროა პრაიმერიზში 1 215 საპრეზიდენტო დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება. ამჟამად ტრამპის დელეგატების რიცხვი 600-ს უახლოვდება, ჰეილი კი მხოლოდ 60-ს გადასცდა.

პარალელურად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ჯო ბაიდენი ლიდერობს, თუმცა მან სუპერ სამშაბათს ვერ გაიმარჯვა აშშ-ს მცირე ტერიტორიაზე, ამერიკულ სამოაში. აქ გამარჯვება ჯეისონ პალმერმა მოიპოვა. რადგან ამერიკული სამოა აშშ-ს ტერიტორიაა და არა შტატი, არჩევნებში აქედან მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა მათ შეუძლიათ პრაიმერიზში ჩართვა და 11 დელეგატის გაგზავნა.

კანდიდატებისადმი დელეგატების მხარდაჭერის ზუსტი რაოდენობის დათვლა გრძელდება.

კომენტარები