შინაური ცხოველები

2026 წლიდან ვინც ძაღლს იყიდის, ვალდებული იქნება, სპეციალური სწავლება გაიაროს – ბითაძე

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, კანონის მიღებიდან 2 წელში ის ადამიანი, ვინც ძაღლის ყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, რომ სპეციალური სწავლება გაიაროს.

"საქართველოში სერტიფიცირების სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ამ კანონის მიღებიდან 2 წელში ამოქმედდება. ეს ჩვენს კინოლოგებსა და ფენინოლოგებს საშუალებას მისცემს, მათ მიერ ჩატარებული ტრენინგ-კურსები სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ [...] 2 წელში ჩვენთვის, ყველასთვის სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, სწავლება გავიაროთ, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ის აგრესიული არ გახდეს". - თქვა ბითაძემ.

საქართველოს პარლამენტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეს, 4 მარტს დაიწყო.

კომენტარები