არასრულწლოვნის გატაცება

სოფელ იორმუღანლოდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს

Giorgi Aladashvili

საგარეჯოს მუნიციპალიტეტ სოფელ იორმუღანლოდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს - ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. 

"პოლიციამ ახლა მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და გავარკვევ, როგორ არის ჩემი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. სხვა არაფერი არ ვიცი" - ამბობს ბავშის მამა რადიო თავისუფლებასთან.

მამის თქმით, არასრულწლოვანი 13 წლის გოგო თანასოფლელმა ბიჭმა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა. მედიაში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 1 მარტს გავრცელდა, სამართალდამცავები არასრულწლოვნებს ეძებდნენ. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

კომენტარები