სამთავრობო ცვლილებები

კალაძე: ღარიბაშვილის, კობახიძის კადრები არ არსებობს – არსებობს ქართული ოცნების კადრები

„არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს ქართული ოცნების კადრები“ - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. კითხვის მიხედვით მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.

„ეს არის სრული სისულელე. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს,
პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს ქართული ოცნების კადრები. ჩვენ ვართ
ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, -
ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებები "ჩვეულებრივი პროცესია" და "ირაკლი კობახიძემ იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა უნდა გაკეთდეს მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობაში“. 

კომენტარები