ღაზის სექტორი

ბერბოკი: ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს, როგორ შეიძლება ჭყლეტა და სროლა მომხდარიყო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ღაზის სექტორში მომხდარ ჭყლეტასა და სროლაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ისრაელმა სრულყოფილად უნდა გამოიძიოს, თუ როგორ შეიძლება მასობრივი პანიკა, ჭყლეტა და სროლა მომხდარიყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება ჭყლეტა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, რასაც 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორში ჩამოგდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას და დატვირთულ სატვირთოებს ერთობლივად ათასობით ადამიანი მიაწყდა.

ისრაელის მხარის ცნობით, სამხედროებმა იარაღი გაფრთხილების და ბრბოს დაშლის მიზნით რამდენჯერმე ისროლეს. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჯარისკაცების და მათი გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიოდნენ და საფრთხეს წარმოადგენდნენ. 

კომენტარები