ალექსეი ნავალნის სიკვდილი

პესკოვი ნავალნის გასვენებაზე: ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად

ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ კომენტარს. შეგახსენებთ, რომ არსებობს კანონები, რომლებიც უნდა აღსრულდეს. ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად. შესაბამისად, ისინი, ვინც მიიღებენ (ამ შეკრებებში) მონაწილეობას კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

ამ სიტყვებით გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ალექსეი ნავალნის გასვენებას, რომელიც ამ წუთებში მოსკოვში მიმდინარეობს.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ კრემლი ნავალნის, როგორც პოლიტიკური პირის შეფასებას "ვერ გააკეთებს".

კომენტარები