კრიმინალი

თბილისში, რესტორანთან ჩხუბის ფაქტზე შსს-მ 4 ადამიანი დააკავა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან შსს-მ ადმინისტრაციული წესით, ძალადობის მუხლით 4 ადამიანი დააკავა. 

არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გარე პერიმეტრზე გადაიზარდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები