2024 წელს გარდაცვლილები

76 წლის ასაკში ამერიკელი კომიკოსი რიჩარდ ლიუისი გარდაიცვალა

რიჩარდ ლიუისი
Daily Beast

76 წლის ასაკში ამერიკელი სტენდაპ კომიკოსი, მსახიობი და სცენარისტი რიჩარდ ლიუისი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, 2 წლით ადრე მსახიობმა თქვა, რომ პარკინსონის დაავადება სჭირს და სტენდაპ კომიკოსის კარიერას ასრულებს.

სტენდაპ კომიკოსის კარიერა ლიუისმა 1970-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა 1980-იანი წლების გამოსვლებმა მოუტანა. Comedy Central-ის გამოკითხვაში ლიუისს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სტენდაპერების სიაში 45-ე ადგილი უკავია.

სხვადასხვა დროს თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში, ძირითადად ასრულებდა კომედიურ როლებს. მის ნამუშევრებს შორის არის Robin Hood: Men in Tights, Leaving Las Vegas, Hugo Pool, Tales from the Crypt, Two and a Half Men, The Dead Zone.

ბოლო წლებში ხშირად თამაშობდა თავისი კოლეგისა და მეგობრის ლარი დევიდის სერიალში Curb Your Enthusiasm. 

კომენტარები