ფრონტზე მყოფი უკრაინელი სამხედროები საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის თაობაზე, თუ რას ესროლონ და რითი ისროლონ. მათ არა სიმამაცე, არამედ ტყვიები აკლდებათ. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ კონკრეტული დრო ავიღო და ვთქვა, რომ ამა და ამ დროს უკრაინა ომს წააგებს. მაგრამ, ისინი ნამდვილად იწყებენ იმ ტერიტორიების დაკარგვას, რაც რუსეთისგან დაიბრუნეს და ახლა კვლავ უწევთ დათმობა, რადგან ვერ იგერიებენ მათ. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, როგორი სიტუაცია იქნება ერთი ან ორი თვის შემდეგ, რადგან არ შემიძლია იმის პროგნოზირება, თუ რას იზამენ რუსები. მაგრამ, თუ უკრაინა კვლავ ვერ მიიღებს აშშ-სგან დახმარებას, ერთ ან ორ თვეში ძალიან სავარაუდოა, რომ რუსეთი მეტ ტერიტორიას დაიკავებს და ფრონტზე უფრო მეტი წარმატება ექნება ტერიტორიების აღების კუთხით, უმეტესწილად აღმოსავლეთში, თუმცა, პოტენციურად სამხრეთშიც.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
კირბი: უკრაინელებს არა სიმამაცე, არამედ ტყვიები აკლდებათ, სიტუაცია მძიმეა
tbl.ge/6pjx
დაკოპირდა

ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერი, ჯონ კირბი.
ამავე თემაზე
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
- ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ




