ისრაელი

ნეთანიაჰუმ ომისშემდგომი ღაზის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდეგ ღაზის საკითხის გადაწყვეტაზე გეგმა წარადგინა. ნეთანიაჰუს გეგმის მიხედვით, ისრაელი ომისშემდგომ ღაზაზე სამხედრო კონტროლს დაამყარებს. პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს გეგმა გააკრიტიკა. 

გეგმის მიხედვით, ისრაელი ითანამშრომლებს ღაზის სექტორის იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც ჰამასთან კავშირი არ აქვთ. გეგმა ასევე ისრაელს აძლევს შესაძლებლობას მომავალში ჩაერთოს ღაზის სამოქალაქო საკითხებში. 

პალესტინური ორგანიზაციების მტკიცებით, ეს გეგმა ღაზის ხელახალი ოკუპაციის საფუძველია. 

ნეთანიაჰუს წარდგენილი გეგმა ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა განიხილოს. ნეთანიაჰუმ ბოლო თვეების მანძილზე მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ პალესტინური სახელმწიფოს არსებობა მიუღებელია, თუ ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები იარსებებს. 

კომენტარები