The Beatles

სემ მენდესი THE BEATLES-ის თითოეულ წევრის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

The Beatles
Rolling Stone

ბრიტანელი რეჟისორი სემ მენდესი ლეგენდარული როკ ჯგუფის, The Beatles-ის თითოეული წევრის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს.

პოლ მაკკარტნიმ, რინგო სტარმა, ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებმა პროექტზე თანხმობა განაცხადეს.

ოსკაროსანი რეჟისორის თქმით, მისთვის "დიდი პატივია მოყვეს ყველა დროის საუკეთესო როკ ბენდის ისტორია".

4 ფილმის გამოსვლა 2027 წელს იგეგმება. მენდესი კინოკომპანია Sony Picture-სთან ითანამშრომლებს.

პროექტი პირველია, რომელმაც The Beatles-ისა და მათი კომპანიის, Apple Corps-ისგან გადაღებისა და მუსიკის გამოყენების სრული უფლებები მოიპოვა.

სერ სემ რაილი ბრიტანელი რეჟისორია. მის ფილმებს შორის არის 1917, Revolutionary Road, Skyfall, Spectre და American Beauty. უკანასკნელმა რეჟისორს ოსკარი მოუტანა.

კომენტარები