The Beatles

პოლ მაკკარტნის ლეგენდარულ გიტარაზე გლობალური ძებნაა გამოცხადებული

BBC

The Beatles-ის წევრის, პოლ მაკკარტნის ლეგენდარულ Höfner-ის ბას-გიტარაზე გლობალური ძებნაა გამოცხადებული.

მაკკარტნიმ ბას-გიტარა 1961 წელს ჰამბურგში 30 ევროდ იყიდა, თუმცა ის 8 წლის შემდეგ დაიკარგა.

"მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ბასი" The Beatles-ის ისეთ სინგლებში გვხვდება, როგორებიცაა Love Me Do და She Loves You.

დაკარგული გიტარის სამძებრო პროექტს ნიკ ვასი ხელმძღვანელობს. ის მაკკარტნისთან დიდი ხანია თანამშრომლობს. ვასს დაკარგული ბას-გიტარის შესახებ წიგნიც კი აქვს დაწერილი. 

როგორც BBC-ს ნიკ ვასმა უთხრა, Höfner-ის ბას-გიტარაზე სამძებრო პროექტის დაწყება მას პოლ მაკკარტნისთან ბოლო საუბარმა შთააგონა, როდესაც მუსიკოსმა მას გიტარის შესახებ ჰკითხა.

კომენტარები