მექსიკა

მექსიკაში აშშ-ს საზღვართან სროლას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ს საზღვართან, უსაფრთხოების ძალებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ტამაულიპასის შტატის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროები ტეხასის შტატის საზღვრის გასწვრივ, მიგელ ალემანის მუნიციპალიტეტში პატრულირებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მოქალაქეები დაესხნენ თავს, შემდეგ კი სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

უწყება არ პასუხობს კითხვებს არიან თუ არა დაღუპულებს ან დაშავებულებს შორის სამხედროები.

როგორც გამოცემა Reuters აღნიშნავს, ტამაულიპასის შტატში არაერთი კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს, რომელთა დანაშაულები, მათ შორის, ადამიანების საზღვარზე გადაყვანას და ნარკოტიკებით ვაჭრობას მოიცავს.

კომენტარები