მექსიკაში მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს. მომიტინგეები ქალაქ ურუაპანის მერის, კარლოს მანსოს მკვლელობას აპროტესტებენ და ქვეყნის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის გადადგომას ითხოვენ.
მედიაში აქციებს "Z თაობის აჯანყებად" მოიხსენიებენ. მომიტინგეების მთავარი ლოზუნგებია "შეინბაუმი - ნარკოპრეზიდენტია" და "კარლოს არ მოკვდა, ის მთავრობად მოკლა".
მშვიდობიანი დემონსტრაცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქვეყნის დედაქალაქებში დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აღმართული ჯებირები გაანადგურეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მეხიკოს ადმინისტრაციის თქმით, შეტაკებისას დაშავდა 100 პოლიციელი და 20 დემონსტრანტი.
შეინბაუმის ხელისუფლებას პროტესტების გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს და მემარჯვენე ძალების მიერ მოწყობილ გადატრიალების მცდელობას უწოდებს.
1 ნოემბერს მექსიკაში ნარკოკარტელებთან მებრძოლი, ქალაქ ურუაპანის მერი, 40 წლის კარლოს მანსო მოკლეს.
მკვლელობის მომენტში მანსო ქალაქის ცენტრში, მიცვალებულთა დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
ქალაქის მერს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. მანსო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, მეორე დააკავეს.
ურუაპანის მერი ღიად ებრძოდა ნარკოკარტელებს და ფედერალურ ხელისუფლებას მაფიისადმი რბილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.
ცოტა ხნით ადრე მანსო ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას სთხოვდა, საჯაროდ ამბობდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.





