მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

წილოსანი: ზურაბიშვილისთვის სააკაშვილის შეწყალების დავალება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა

არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დამნაშავე და რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს.

ეს იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და გარკვეულ წილად კანონის უზენაესობის პრინციპის, ასე ვთქვათ, არასწორი ინტერპრეტირება.

ამავდროულად ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სინქრონულად ხომ არ ხდება და მას ნამდვილად ეს ხომ არ ჭირდებოდა გარკვეულწილად დავალებასავით მიეღო, რომ შემდეგ მისი არა და არასდროს გადაეთქვა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიმართვაზე, სადაც მან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სალომე ზურაბიშვილს მიხელ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები