ირანი

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ირანმა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები წარადგინა

საიად-3-ის ტიპის რაკეტა და ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემა არმანი
IRANIAN DEFENCE MINISTRY / AFP

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ირანმა წარადგინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემები, რომლებზეც ამბობენ, რომ ქვეყანაში დაამზადეს.

წარდგენილი არმანის სისტემა ბალისტიკურრაკეტსაწინააღმდეგო დანადგარია, ხოლო აზარახში დაბალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

წარდგენის ცერემონიას ესწრებოდა ირანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ბრიგადირი მუჰამედ რეზა აშთიანი.

ირანის სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ ახალი სისტემები ირანის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ბევრად გაზრდის.

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, არმანის სისტემას შეუძლია ერთდროულად უვნებელყოს 120-180 კილომეტრით დაშორებული 6 სამიზნე. რაც შეეხება აზარახშს, მასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ შეუძლია სამიზნეების იდენტიფიცირება და მათი მიზანში ამოღება, მაქსიმუმ 50 კილომეტრის რადიუსზე, შეუძლია 4 რაკეტის გაშვება.

 

კომენტარები