2024 წელს გარდაცვლილები

ქართველი მოჭიდავე და მსახიობი ლევან თედიაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდა ამისა, იყო როგორც მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ასევე მსოფლიო თასის მფლობელი.

ის იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენის კავალერი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულიც.

ლევან თედიაშვილს მთავარი როლი აქვს შესრულებული ლევან კოღუაშვილის დრამაში მეოთხე ბრაიტონი. ფილმის პრემიერა 2021 წლის დეკემბერში შედგა. მეოთხე ბრაიტონის მთავარი გმირი ყოფილი მოჭიდავე კახია, რომელიც ნიუ-იორკში შვილის მოსანახულებლად მიემგზავრება. მოჭიდავისთვის ეს პირველი კინოროლი არ ყოფილა - ხარება და გოგიაში მან გოგია კენკიშვილი განასახიერა.

კომენტარები