რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვამ სადესანტო ხომალდ "ცეზარ კუნიკოვის" აფეთქების კადრები გამოაქვეყნა –[VIDEO]

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც რუსული სადესანტო ხომალდის დაზიანება ჩანს.

14 თებერვალს უკრაინელებმა მაგურას ტიპის საზღვაო დრონებით იერიში მიიტანეს რუსულ დიდ სადესანტო ხომალდ ცეზარ კუნიკოვზე. უკრაინის დაზვერვის ცნობით, გემი ჩაიძირა.

ა, ტიპის სადესანტო ხომალდის ეკიპაჟის რაოდენობა 87 კაცია.

აღსანიშნავია, რომ 1943 წლის 14 თებერვალს ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საბჭოთა საზღვაო ქვეითთა ოფიცერი, მაიორი ცეზარ კუნიკოვი, ვის სახელსაც რუსული სადესანტო ხომალდი ატარებდა.

ბოლოს უკრაინელებმა რუსული სადესანტო ხომალდი დეკემბრის ბოლოს გაანადგურეს.

კომენტარები