რეკლამა

(რ) BOG-ის და კომაროვის სკოლის პროექტი გრძელდება - დარეგისტრირდი გაზაფხულის სემესტრზე

მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მეორე წელია საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. 400-მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი და გაიღრმავა ცოდნა როგორც ზუსტი, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. 

STEM სკოლაში მიღება გრძელდება. გაზაფხულის სემესტრზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება. 

STEM სკოლა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, მიიღონ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული, აკადემიური განათლება, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ტექნოლოგიები (კომპიუტერული პროგრამირება), ინჟინერია (ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა) და მათემატიკა (ლოგიკური აზროვნება, ალგორითმების შექმნა).

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად  კომაროვის სკოლაში სწავლას 60 მოსწავლეს უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობებს (არდუინოების ნაკრებს, მულტრიმეტრს და სხვა) გადასცემს. ამ დროისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 100-მდე მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით მეორე წელია, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. იმისათვის, რომ სრულად მოგვეცვა საქართველოს რეგიონები, პროექტი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. ამასთან, საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სკოლაში სწავლას უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო ხელსაწყოებს გადასცემს. რაც გვაძლევს შესაძლებლობას, STEM სკოლაში სწავლა კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში უკვე 400-მდე მოსწავლემ გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი. სკოლისადმი ინტერესი კი მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. 

კომენტარები