საქართველო-პოლონეთი

პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს

პოლონელი მესაზღვრეები  

პოლონეთის სასაზღვრო გვარდია წერს, რომ საქართველოს 15 მოქალაქის დეპორტაციის ოპერაცია ჩაატარეს და მოქალაქეობის ქვეყანაში დააბრუნეს.

უწყების განცხადების მიხედვით, დეპორტირებული პირებიდან 3 საფრთხეს წარმოადგენდა პოლონეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგისთვის, ხელს უწყობდნენ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 15 ადამიანი საქართველოში ჩარტერული რეისით დააბრუნა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაცია ჩატარდა ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოების სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით, "Collecting Return Operation"-ის ფორმულის ფარგლებში. საქართველოს მოქალაქეების გარდა ჩატარდა იმ უცხოელების დეპორტაცია, რომლებიც პოლონეთში შევიდნენ გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან.

ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი დეპორტაციის ოპერაცია სასაზღვრო გვარდიამ 2023 წლის ოქტომბერშიც ჩაატარა და საქართველოში 10 მოქალაქე დააბრუნა.

კომენტარები