ენმ

ხაბეიშვილი: მზად ვართ, გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი სააკაშვილი იყოს

მინდა, ნაციონალური მოძრაობის ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოვეხმაურო. ყველას კარგად გვესმის, რომ სააკაშვილი მთავარი ადამიანი იქნება, ვინც ივანიშვილისა და გაჭირვების დამარცხებაში მთავარ და უდიდეს როლს შეასრულებს. სააკაშვილს საზოგადოების გაერთიანება შეუძლია, რაც ერთხელ უკვე გააკეთა. ასევე, მას შეუძლია, ხალხს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებაში დაეხმაროს.

ამიტომ, ცხადია, ნაციონალური მოძრაობა, გამარჯვების კოალიცია მზადაა, რომ ამ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს. ასევე, ის იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალოდ ჩართული - ფაქტობრივად, ამ დროის განმავლობაში, ეს ასეც არის. რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენ მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. 

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას. სააკაშვილმა თქვა, რომ თუ პარტიის წევრების მხარდაჭერა ექნება, ის აპირებს, რომ ენმ-ს ბორდის თავმჯდომარე იყოს.

კომენტარები