რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდში Ил-76-ის რუსული სამხედრო თვითმფრინავი უკრაინამ Patriot-ით ჩამოაგდო – NYT

რუსული სამხედრო თვითმფრინავი IL-76MD
Vitaly V. Kuzmin - commons file

ამერიკული გამოცემა New York Times, აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-76 უკრაინამ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩამოაგდო.

New York Times-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინამ რუსეთზე იერიშების მიტანის ახალი გზები უნდა განავითაროს. თუმცა, 24 იანვარს Patriot-ით რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვეებიც იყვნენ, ამის თანმდევ რისკებს ასახავს.

Patriot-ი თავდაცვითი სისტემაა, რომლის დანიშნულებაც გარკვეული ტერიტორიის დაცვაა და არა - თვითმფრინავების ჩამოგდება. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ჩამოგდებულ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვეები მართლაც იყვნენ.

24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა.

მოგვიანებით, 28 იანვარს, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს შეუძლია სრულად გასცეს პასუხი, თუ რა მოხდა ბელგოროდის ოლქში Ил-76-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ Ил-76 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ. 

კომენტარები