რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა

ჩამოვარდნილი Ил-76-ის აფეთქების მომენტი
BAZA

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი  Ил-76 ჩამოვარდა. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ კოროჩანსკის რაიონში "ინციდენტი" მოხდა და ადგილზე გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობდნენ.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება. 

რუსული ტელეგრამ-არხი 112 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 75 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. აქამდე რუსი სამხედრო ბლოგერი, იური კოტიონოკი წერდა, რომ დაიღუპა 63 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, Ил-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.

აქამდე რუსული მხარე ირწმუნებოდა, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ უკრაინული დრონის თავდასხმა მოიგერია.

 

კომენტარები