რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ბელგოროდში თვითმფრინავი უკრაინელებმა ამერიკული და ფრანგული სისტემებით ჩამოაგდეს

Russian Investigative Committee

პუტინის თქმით, 24 იანვარს ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი Ил-76 ამერიკულმა და ფრანგულმა რაკეტებმა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა. 

როგორც ცნობილია, თვითმფრინავში იყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც მოგვიანებით ტყვეების გაცვლის შეთანხმებით უნდა დაებრუნებინათ უკრაინაში. პუტინის თქმით, თვითმფრინავი უკრაინულმა მხარემ ამერიკული და ფრანგული სარაკეტო სისტემების გამოყენებით ჩამოაგდო.

"Ил-76-ზე თავდასხმა ამერიკული და ფრანგული სისტემებით განხორციელდა. ზუსტი დეტალები უახლოეს დღეებში გავრცელდება" - თქვა პუტინმა ინტერვიუში რუსულ სამთავრობო მედიასთან. 

უკრაინის წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ იმის შესახებ, მართლაც ჩამოაგეს თუ არა რუსული თვითმფრინავი.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე, რუსული მხარე ირწმუნებოდა, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ უკრაინული დრონის თავდასხმა მოიგერია.

კომენტარები