შვეიცარია

შეიარაღებული ირანელი, რომელმაც შვეიცარიაში მატარებელში 15 მძევალი აიყვანა, პოლიციამ მოკლა

Fabrice Coffrini/AFP

შვეიცარიაში მატარებელში შეიარაღებულმა ირანელმა კაცმა 15 მძევალი აიყვანა. პოლიციამ 32 წლის ირანელი თავდამსხმელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავშესაფრის მაძიებელი იყო

შემთხვევა შვეიცარიაში ბოლმსა და ივრდონ-ლე ბენს შორის მოძრავ მატარებელზე მოხდა. როგორც ცნობილია, ირანელი თავდამსხმელი ნაჯახით და დანით იყო შეიარაღებული. 15 მძევალი ირანელი თავშესაფრის მაძიებლის ტყვეობაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

"ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა. თავდამსხმელი ფატალურად დაიჭრა სპეცოპერაციის დროს" - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

თავდამსხმელის მოტივების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

კომენტარები