ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 9 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 9 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას,  ტაშკენტის, შარტავას, ცაგერის, გურამ ფანჯიკიძის, ცაგარელის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, გოთუას, იოსებიძის, კანდელაკის, გაგარინის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების და გოთუას ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, ტყეკულტურის, მანგლისის, ჩხიკვაძის და ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის და ნოზაძის ქუჩების   მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თეთრიხევის დასახლების, სამგორის, საფაროვა-აბაშიძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ღამბაშიძის, კოსტავას, თარხნიშვილის და ქუჩიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები