ინდოეთი

მსოფლიო მადლობელია, რომ ინდოეთი რუსულ ნავთობს ყიდულობს – ინდოეთის ნავთობის მინისტრი

"მსოფლიო მადლობელია, რომ ინდოეთი რუსულ ნავთობს ყიდულობს. ისე არ არის, თითქოს მათ არ სურდეთ, რომ ჩვენ რუსულ ნავთობს ვყიდულობდეთ." – ამბობს ინდოეთის ნავთობის მინისტრი, ჰარდიპ სინგ პური CNBC-სთან ინტერვიუში. 

ჰარდიპ სინგ პურის თქმით, ინდოეთის მიერ დიდი ოდენობით რუსული ნავთობის შეძენით გლობალურად ნავთობის დაბალი ფასია შენარჩუნებული.

"თუ ჩვენ დავიწყებთ უფრო მეტი ახლო აღმოსავლური ნავთობის შეძენას, ნავთობის ფასი არა $75 ან $76, არამედ $150 გახდება" – ამბობს ინდოეთის ნავთობის მინისტრი. 

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ინდოეთმა რუსული ნავთობის შეღავათიან ფასში შეძენა დაიწყო, რის გამოც ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის იმპორტი ინდოეთში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა. 

ომის დაწყებიდან მოყოლებული კი რუსეთი ინდოეთისთვის ნედლი ნავთობის იმპორტის მთავარი წყარო გახდა. ინდოეთი ნედლი ნავთობის დაახლოებით 36%-ს სწორედ რუსეთისგან იღებს. 

 

კომენტარები