რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ

Pravda.com.ua

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 8 თებერვლის ღამეს, გაშვებული 17 რუსული დრონიდან 11 ჩამოგდებულია.

"8 თებერვლის ღამეს, მტერმა შაჰედის ტიპის 17 დრონით, ოკუპირებული ყირიმიდან, უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია 11 უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში". – წერია შეიარაღებული ძალების ანგარიშში.

ნიკოლაევში დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ფინანსური ოფისები, ასევე კერძო და კომუნალური საწარმოები. ქალაქის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის თქმით, არავინ დაშავებულა.

ოდესაში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: უპილოტო საფრენმა აპარატმა დააზიანა დაუსრულებელ საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება.

ვინიცკის ოლქში დრონის ნამსხვრევები ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, დაშავებულები არ არიან.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციით, არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავს.

კომენტარები