სომხური ეკლესია

ნონიაშვილი სომხურ ეკლესიაზე: კარმირ ავეტარანი პატრონს უნდა დაუბრუნდეს

კარმირ ავეტარანი / მეწამული მონასტერი პატრონს უნდა დაუბრუნდეს, ისევე როგორც სხვა საკულტო ნაგებობები, რომელიც 1921 წლიდან ბოლშევიკებმა რელიგიურ ჯგუფებს ჩამოართვეს. დღეს კი, ან სახელმწიფოს ანდაც საპატრიარქოს მიერ არის მითვისებული.

კარმირ ავეტარანს რაც სჭირს, ნათელი მაგალითია:

- როგორ არ უფრთხილდება სახელმწიფო საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას.

- როგორ მიზანმიმართულად ნგრევისთვის , წაგლეჯვისთვის, კვალის წაშლისთვის წირავს ყველაფერს, რაც დომინანტურ თარგზე არ არის მოჭრილი.

- როგორ უარყოფენ ამ ქვეყნის ნამდვილ, მრავალფეროვან შინაარსს.

კარმირ ავეტარანზე დღევანდლამდე, პრეტენზიას აცხადებს საქართველოს საპატრიარქო. ეს წუწკი ცინიზმი, მათი მხრიდან, იმისთვისაა საჭირო, რომ "სადავო" იყოს, შესაბამისად, ჰაერში იყოს გამოკიდებული ნაგებობის ბედი და მიზანმიმართულად ინგრეოდეს.

წერს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ნონიაშვილი თბილისში სომხურ ეკლესია კარმირ ავეტარანთან დაკაშირებით. 

"ოდესღაც თბილისის ყველაზე მაღალი ეკლესია, შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ, ან კარმირ ავეტარან, სულ მალე საერთოდ მიუვალი და შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდება, რაც იმის შიშს ბადებს, რომ აღარავინ აპირებს ამ ეკლესიის აღდგენასა და პატრონისთვის დაბრუნებას, სანამ ეს დიდებული ეკლესია საბოლოოდ არ დაინგრევა" - ინფორმაციას კულტურული ძეგლის მდგომარეობის შესახებ ორგანიზაცია სომეხთა სათვისტომო საქართველოში ავრცელებს.

კომენტარები