უკრაინა

უკრაინის სპეცსამსახურებში რუსეთის რამდენიმე ჯაშუში გამოავლინეს

SBU

უკრაინის სპეცსამსახურებში რუსეთის რამდენიმე ჯაშუში გამოავლინეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (CБУ) ავრცელებს.

უწყების განმარტებით, "ნეიტრალიზებულია მსხვილი, ФСБ-ს აგენტების ქსელი", რომელიც უკრაინაში მოქმედებდა. მრავალეტაპიანი ოპერაციის შედეგად დაკავებულია მტრული სახელმწიფოს 5 აგენტი. მათ შორის არიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შიდა დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, ასევე ერთი ყოფილი СБУ-ს რეგიონალური სამმართველოს წევრი.

გამოძიების მასალების მიხედვით, ФСБ-მ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გადმოიბირა შიდა დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ის რუსეთს უკრაინული შეიარაღების გადაადგილების მარშრუტებს აწვდიდა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯაშუშს სასაზღვრო რაიონებში მოქმედი კონტრაბანდისტების დახმარებით გაჰქონდა.

რუსეთის კიდევ ერთი აგენტი აგრესორ ქვეყანას უკრაინელი მცველების პირად ინფორმაციას აწვდიდა.

CБУ-ს ყოფილი თანამშრომელი ოკუპანტებისთვის ზვერავდა ოდესის სანაპიროსთან არსებული ფორტიფიკაციების გეოლოკაციებს.

გამოძიების თქმით, ФСБ ჯაშუშების გადმობირებისთვის სხვადასხვა გზას, მათ შორის ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარებს იყენებდა.

კომენტარები